უცხოეთი
თბილისში ა. მუხტარლი თანამშრომლობდა აზერბაიჯანის მიმართ მტრულად განწყობილ საერთაშორისო ენ–ჯეო–ებთან: Freedom House, People in Need, Human Rights Watch, NDI და სხვებთან

   საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. 29 მაისს 22:40 საათზე, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისას სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს აფგან მუხტარლი. ამის შესახებ haqqin.az-ს გენპროკურატურის პრესამსახურის უფროსმა ელდარ სულთანოვმა აცნობა.

სულთანოვის თქმით, ბალაკენის რაიონის ტერიტორიაზე დაკავებისას ა. მუხტარლიმ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწია. ჩხრეკისას მუხტარლის აღმოუჩინეს დიდი თანხა უცხოურ ვალუტაში.

წინა დღეს თბილისში ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთის ერთ–ერთი მეთაურის აფგან მუხტარლის მეუღლემ ლეილა ილგარმა პრესკონფერენცია გამართა და თბილისში თავისი ქმრის გაუჩინარების შესახებ განაცხადა.

გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მუხტარლი ამჟამად დაკავებულია და წყდება საკითხი მისი აზერბაიჯანში ექსტრადიციის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხტარლის ძირგამომთხრელის აქმიანობის შესახებ თავის სტატიაში „ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთი თბილისში: შეხვედრის ადგილები, ფული, ინსტრუქციები“ წერდა haqqin.az-ის ხელმძღვანელი ეინულა ფატულაევი.

თავის სტატიაში ფატულაევი აღნიშნავდა, რომ აფგან მუხტარლიმ თავისი კარიერა ჰატიჯი ისმაილოვის მცველად დაიწყო, მისი დაკავების შემედგ კი ფარულად გაიქცა საქართველოში, სადაც დროებითი ბინადრობის ნებართვა მიიღო.

თბილისში მუხტარლი მჭიდროდ თანამშრომლობდა აზერბაიჯანის მიმართ მტრულად განწყობილ საერთაშორისო ენ–ჯეო–ებთან: Freedom House, People in Need, Human Rights Watch, NDI და სხვებთან.