პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა

   საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ იგი  ხელს შეუწყობს საქართველოსა და პოლონეთს შორის  ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს და აღინიშნა, რომ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციას, რაც მუდმივად ფიქსირდება ყველა შეხვედრაზე.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ანჯეი დუდამ დაადასტურა პოლონეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.