აქტუალური
არანაირი პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი კადრი ე.წ. ციანიდის საქმეში არ არსებობს- ირაკლი შოთაძე

   საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

რაც შეეხება პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველ რაიმე კადრს, უკვე ვთქვი და ვიმეორებ, არანაირი მსგავსი კადრი, აუდიო ან ვიდეომასალა არ ინახება სისხლის სამართლის საქმეში, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მთავარი პროკურორის თქმით, ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბრალდების ნაწილში საქმე სასამართლოში წარიმართა, რომელზეც არსებითი განხილვა მიმდინარეობს. მან გიორგი მამალაძის შესაძლო თანამოაზრეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზეც ილაპარაკა.

„რაც შეეხება მის შესაძლო თანამოაზრეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, როგორც უკვე გავაკეთეთ განცხადება, ამაზე გამოიყო თავის დროზე საქმე და შესაძლო თანამონაწილეების, ასევე სხვა პირების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება“, - აღნიშნა შოთაძემ.