სამართალი
ზურაბის დანიშვნა არ იყო უკუნითი უკუნისამდე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

   საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. ეს განცხადება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ პატრიარქის დაცვის უფროსის პოსტიდან ზურაბ ბუჩუკურის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ცვლილებები იგეგმებოდა და ეს მოხდებოდა, შესაბამისად, ეს მოხდა. არ მიაყენოთ ზურაბს ჩრდილი. ზურაბი არის ძალიან კარგი თანამშრომელი, იგი გააგრძელებს მუშაობას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, - განაცხადა ჩუბინიძემ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ბუჩუკურის გათავისუფლება მეუფე პეტრეს არ უკავშირდება. "მეუფე პეტრეს სულიერი შვილი თუ არის, ამაში ცუდი, მე მგონი, არაფერია,- აღნიშნა მან.

ანზორ ჩუბინიძის თქმით, მას პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან არაფერი აკავშირებს, მისალმების გარდა.

ჩუბინიძე არ გამორიცხავს, რომ პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსად მოქმედი თანამშრომელი დაინიშნოს.