პოლიტიკა
პროგნოზს ვერ გავაკეთებ, ნატოში გაწევრიანება არ არის სწრაფი, ეს ხანგრძლივი პროცესია - ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე

   საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. საქართველო განსაკუთრებული ასპირანტი ქვეყანაა. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წვლილს. აქ ვახსენეთ ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტი. 35 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. მათ გაიღეს უდიდესი საფასური, მაგრამ საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რომ შეიარაღებული ძალები გარკვეული ინსტიტუციური სტრუქტურის დონეზე აიყვანოს. არის რეფორმები, რომლებიც უნდა გატარდეს“, - ეს განცხადება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტემიულერმა ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„რაც შეეხება ვადებს, პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვხედავ სტიმულს და ტრაექტორიას და ორივეს მიმართულება პოზიტიურია“, - აღნიშნა როუზ გოტემიულერმა.