აქტუალური
სავარაუდოდ, განიხილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების ისეთი გზაც, რომლისთვისაც მაპი არ იქნება აუცილებელი - არჩილ თალაკვაძე

   საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი.  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებას მმართველი გუნდი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს.

ეს არის კიდევ ერთხელ ხაზის გასმა იმისა, რომ ნატო საქართველოს მხარს უჭერს, მიესალმება საქართველოს ინტეგრაციას ნატოში და ჩვენ გვაქვს ერთი საერთო გამოწვევა, რაც არის მშვიდობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა რეგიონში, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ასამბლეაზე არა ერთმა ავტორიტეტულმა გამომსვლელმა გააჟღერა თავისი პოზიცია, რომ საქართველოს განვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მზაობის გათვალისწინებით, შესაძლოა, მაპი იყოს ნატოში გაწევრიანების დროში გადადება. ამიტომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შიგნით, სავარაუდოდ, განიხილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების ისეთი გზაც, რომლისთვისაც მაპი არ იქნება აუცილებელი, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

“ევროპული საქართველოს” წევრები დეკლარაციის ორ ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას.

„მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში არის ორი ბლოკი, პირველი ბლოკი არის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი ერთიანობის, მისი ევროატლანტიკური მომავლის და ნატოში გაწევრიანების და ასევე მნიშვნელოვანია მეორე ბლოკი, სადაც საუბარია იმაზე, როგორი უნდა იყოს საქართველო იმისთვის, რომ ის გახდეს ნატოს წევრი“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.