საზოგადოება
ანანიძე სააკაშვილს: "ბათუმის უნივერსიტეტის დარბევა არ გახსოვთ, არც ჩვენი დაჭერა?! დაჭერები, ციხის ამბები, საქართველოში რაც ხდებოდა, აღარ გახსოვთ?!" (ვიდეო)

   საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ოდესაში, თვითმფრინავით მგზავრობისას, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატ ცოტნე ანანიძეს შორის ინციდენტი მოხდა (ვიდეო იხ. აქ).

 როგორც თავად აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი, ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც მან 2011 წლის 26 მაისის მოვლენები, ბათუმის უნივერსიტეტის დარბევა და ციხეში განვითარებული მოვლენები შეახსენა.

"ბათუმის უნივერსიტეტის დარბევა არ გახსოვთ, არც ჩვენი დაჭერა?! დაჭერები, ციხის ამბები, საქართველოში რაც ხდებოდა, აღარ გახსოვთ, ბათუმელებს რა უქენით?!" - ეუბნება ანანიძე სააკაშვილს, რაზეც ექსპრეზიდენტი პასუხობს:

"ბათუმელებს რა ვუქენი? ბათუმი ავაღორძინე, შე ნაძირალა..."