სამართალი
ზვიად გამსახურდიამ თავი არ დაუხარა არც ამერიკას, არც ევროპას - ხომ გახსოვთ მათი შეფასება? გამსახურდია დინების წინააღმდეგ ცურავსო - რეზო კვერენჩხილაძე

   საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ბოლშევიკური რეპრესიების მკვლევარი რეზო კვერენჩხილაძე გორბაჩოვისა და შევარდნაძის მიერ  საბჭოთა კავშირის დაშლაში შეტანილ წვლილზე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს. მისი თქმით, მათ ამის საფასურად უზრუნველი მომავალი მიიღეს, ზვიად გამსახურდიასგან  განსხვავებით, რომელმაც დინების საწინააღმდეგოდ სვლა არჩია.

მიხეილ გორბაჩოვი დღესაც ცოცხალია, მთელ მსოფლიოში თავისუფლად გადაადგილდება, ხოლო ედუარდ შევარდნაძე - „ვარდების რევოლუციისმერე ვითომ ძალით გადაყენებული პრეზიდენტი - სიცოცხლის ბოლომდე თავის რეზიდენციაში მშვიდად ცხოვრობდა! ამ ორმა პირმა სსრ კავშირის დაშლით საკუთარი მომავალი სამუდამოდ უზრუნველყო

ზვიად გამსახურდიამ თავი არ დაუხარა არც ამერიკას, არც ევროპას - ხომ გახსოვთ მათი შეფასება? გამსახურდია დინების წინააღმდეგ ცურავსო“, - განაცხადა რეზო კვერენჩხილაძემ.