აქტუალური
მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობის და პლურალიზმის გარანტიის შექმნა - პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, 29 მაისს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობის და პლურალიზმის გარანტიის შექმნა. ახლახან მიღებული კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს შემადგენლობის დემოკრატიულობას და სატელევიზიო კომპანიების ფინანსური გამჭვირვალობის ხარისხის ზრდას. პარლამენტმა დაამტკიცა სავალდებულო მასთქერი-მასტოფერ პრინციპები, ანუ მოთხოვნა, რომ საკაბელო ქსელებისა და სატელიტური მაუწყებლობის მიმწოდებლებმა ჩართონ თავიანთ მაუწყებლობაში ყველა ის სატელევიზიო არხი, რომელიც საინფორმაციო გამოშვებას მოიცავს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.