აქტუალური
საქართველოს გამყიდველების, ლიბერასტების და სოროსის ლეკვების წინააღმდეგ ბრძოლას აუცილებლად საბოლოო გამარჯვებით დავაგვირგვინებთ - სანდრო ბრეგაძე

   საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. მოძრაობა “ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ ქართველი ხალხი მთავრობას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქართული მიწის მიყიდვას არ დაანებებს.

“ფილარმონიაში მოპოვებული გამარჯვებით დიდი საფრთხე ავაცილეთ ქვეყანას. იმ 200 თავზეხელაღებულმა ქართველმა, რომლებმაც კუდით ქვა ასროლინა ხელისუფლებას, იხსნა ქართული მიწა გაყიდვისაგან. სწორედ ფილარმონიამ გადატეხა წელში ქართული მიწის გამყიდველთა მიზნები, მათ დაინახეს, რომ მასობრივი პროტესტი და მღელვარება გარდაუვალი იყო, ამიტომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და ქართველთა ნებას დანებდნენ. იმედი მაქვს, ყოველივე დიდი ეროვნული გამარჯვების პრელუდიაა. საქართველოს გამყიდვლების, ლიბერასტების და სოროსის ლეკვების წინააღმდეგ ბრძოლას აუცილებლად საბოლოო გამარჯვებით დავაგვირგვინებთ. ჩვენთან არს ღმერთი!!!“, - წერს ბრეგაძე.