აქტუალური
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს

   საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი.თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს. როგორ სამინისტრო იუწყება, მატისმა თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას წერილი გაუგზავნა, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„დიდად ვაფასებ თქვენი ერის მტკიცე ერთგულებას ჩვენი საერთო დემოკრატიული ფასეულობებისადმი და საქართველოს მიერ ავღანეთის ბრძოლის ველზე ჩვენთან ერთად გაღებულ ფასდაუდებელ თავგანწირვას.

მოვისმინე თქვენი შთამბეჭდავი და კარგად დასაბუთებული პრეზენტაცია საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის საკითხებზე. სიახლე, რასაკვირველია, საკმაოდ რთული, მაგრამ აუცილებელი კომპონენტია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციისათვის. თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ამ ამბიციური თავდაცვის რეფორმის განხორციელების პროცესში. მნიშვნელოვანია თქვენ მიერ არჩეული კურსი და პრინციპებისადმი ერთგულება.

ჩემთვის პატივია, რომ თქვენი ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს და ველი ახლო მომავალში თქვენთან მორიგ შეხვედრას“.