საზოგადოება
"როცა გრანტიჭამია ორგანიზაციები ქალებს არ გათხოვებისკენ და ოჯახის არ შექმნისკენ მოუწოდებენ, ქვეყანამ სწორედაც უნდა იდღესასწაულოს ოჯახის დღე“ – მჟავანაძე

   საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. "უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

„როცა გრანტიჭამია ორგანიზაციები ქალებს არ გათხოვებისკენ და ოჯახის არ შექმნისკენ მოუწოდებენ, როცა მედიის დიდი ნაწილი გარყვნილების პროპაგანდას ეწევა, როცა ლოცვა და ზნეობა დასაცინი გახდა, როცა დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია, როცა ახალგაზრდა ოჯახების 60 პროცენტი ინგრევა, ქვეყანამ სწორედაც რომ უნდა იდღესასწაულოს ოჯახის სიმტკიცის დღე! თუკი ოჯახები არ შეიქმნა და მტკიცე და წმინდა არ იქნა, ერიც ვერ გამრავლდება და საქართველოც გაქრება სულ მალე მსოფლიო რუკიდან“.