პოლიტიკა
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ სამხრეთ ოსეთის ახალარჩეულ პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება და „ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობის დაწყება“ მიულოცა

   საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. გერმანელმა დიპლომატმა – ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ ჰერბერტ ზალბერმა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.

პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ არჩევნების შედეგები, რომელიც აქ ჩატარდა ცოტა ხნის წინ და მინდა მოგილოცოთ მუშაობის დაწყება ამ თანამდებობაზე, ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, რომელიც ახლა გაქვთ“, - განაცხადა ზალბერმა.

გერმანელი დიპლომატი ცხინვალში ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრისას მან ძალის გამოუყენებლობის შესახებაც ისაუბრა.

ჰერბერტ ზალბერმა თქვა, რომ საჭიროა, შეიქმნას დოკუმენტი, სადაც მხარეები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებას აიღებენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ მხარეებზეა ლაპარაკი.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე მივიღებთ მოკლე ტექსტს. ეს არ იქნება დასასრული ამ სამუშაოების, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ უშუალოდ ეს საკითხი ძალის არ გამოყენების შესახებ თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს რეგიონის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ გვექნება ვალდებულებების მქონე იურიდიული დოკუმენტი“, - განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.