საზოგადოება
დონ მარგოს ოჯახი: საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის კიდევ ერთი მეგობარი დაკავებულია ნარკოდანაშაულისთვის

   საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის კიდევ ერთი მეგობარი დაკავებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე კაჭარავა პოლიციის სამმართველოს შენობაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კაჭარავას დაკავების ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით, კაჭარავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.