პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 38% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს საქართველოში არცერთი პარტია არ დგას

   საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, ასე ფიქრობს 38 პროცენტი.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 29% “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 10% - “ნაციონალურ მოძრაობას”, 4% - “პატრიოტთა ალიანსს”, 3% კი - ლეიბორისტულ პარტიას.

კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო - 31%-ს მიაჩნია, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, 4% თვლის, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება; 29 პროცენტის აზრით, საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 18% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, 13% კი თვლის, რომ საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის საველე სამუშაოები პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,493 რესპონდენტი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.