უცხოეთი
კიევმა 400 ათასი დოლარი გადაიხადა ტრამპისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის შეხვედრაში

   საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ანდრეი არტემენკო ლობისტებთან კიევის თანამშრომლობაზე საუბრობს უკრაინელ დიპლომატებთან ტრამპის შეხვედრის თაობაზე.

ანდრეი არტემენკოს განცხადებით, კიევმა 400 ათასი დოლარი გადაიხადა აშშ–ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის შეხვედრის ორგანიზებისთვის. ფული ამერიკულ ლობისტურ ფირმას გადაუხადეს.

არტემენკოს თქმით, ეს ფული „უკრაინელ ხალხს მოპარეს“. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა თავის ფეისბუქ–გვერდზე გააკეთა.