საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 78%–ს მიაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ შეუძლია საკუთარ თავს ევროპაში გამგზავრების უფლება მისცეს, 67%–ს კი მიაჩნია,რ ომ ვიზელაბირეალიზაცია ქვეყნიდან მიგრაციას გაზრდის

   საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)  მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის  კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, 12% კი - არა.

NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორის განმარტებით, საქართველოში ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია, იმაზე მაღალი, ვიდრე თავად ევროკავშირის ქვეყნებში.

ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებს სამი მთავარი არგუმენტი აქვთ: 43%-ის აზრით, ეს არის რუსეთთან კონფლიქტის საფრთხე, 24%-ს მიაჩნია, რომ საფრთხე იდენტობას დაემუქრება, ხოლო 18% ფიქრობს, რომ ეს არასდროს მოხდება. 

63% ქვეყნისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთის სამხედრო აგრესიას ასახელებს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში უვიზო მომოსვლაზეც არის საუბარი.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა  დიდი უმრავლესობა - 92% ინფორმირებულია ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ, თუმცა ეს მაჩვენებელი დაბალია უმცირესობათა დასახლებაში - 64%.

უმრავლესობის - 78%-ის აზრით, უვიზო მიმოსვლის მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობა ფინანსურად ვერ გაწვდება ევროპაში მოგზაურობას. 64% ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის წესებისა და პროცედურების შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს.

დაბოლოს, 67% მიიჩნევს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავა. 

საქინფორმი აღნიშნავს, რომ საქართველოში NDI-ს, IRI-სა და სხვა მსგავსი დასავლური ინსტიტუტების მიერ ფალსიფიცირებული კვლევები დიდი ხანია აღარავის სანდოობით აღარ სარგებლობს, რადგან, ჩვეულებრივ, შემდგომ ყველაფერი ზუსტად პირუკუ ხდება. საიდუმლო არ არის, რომ ამ ყალბი „პროგნოზებით“ კონკრეტული დასავლური ინსტიტუტები და ფონდები ცდილობენ წინასწარ მოახდინონ საქართველოში იმ სიტუაციის მოდელირება, რომელიც კეთილსაიმედო იქნება მათი პოლიტიკური ბიზნესის განხორციელებისა და დაცვისთვის და ქართულ პოლიტიკაში უკვე დაბანდებული ინვესტიციებიდან მოგების მიღებისათვის.

12 მაისს გამოქვეყნდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის პირველი ნაწილი. NDI-მ საქართველოს მასშტაბით 2500 კაცი გამოკითხა. კვლევები 2017 წლის 7–8 აპრილს ჩატარდა და, როგორც ირწმუნებიან, მისი საშუალო ცდომილება +/–2,7%–ს შეადგენს.