სამართალი
NDI: გამოკითხულთა 40%–ს მიაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატია არაა, 63% –ს ქვეყნისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთის სამხედრო აგრესიას ასახელებს

   საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ ნათქვამია აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)  მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში.

კითხვაზე - არის თუ არა საქართველოში ამჟამად დემოკრატია - გამოკითხულთა 51% პასუხობს, რომ არის, 40%-ს კი მიაჩნია, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის.

46% ფიქრობს, რომ საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას, 15% მიიჩნევს, რომ საქართველო მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არის დემოკრატიული, 13%-ის აზრით, საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება.

4%-ს მიაჩნია, რომ საქართველო არ არის და არც არასდროს იქნება დემოკრატიული, 2% კი აცხადებს, რომ საქართველო უკვე დემოკრატიულია და გაუმჯობესებას აღარ საჭიროებს.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.

საქინფორმი აღნიშნავს, რომ საქართველოში NDI-ს, IRI-სა და სხვა მსგავსი დასავლური ინსტიტუტების მიერ ფალსიფიცირებული კვლევები დიდი ხანია აღარავის სანდოობით აღარ სარგებლობს, რადგან, ჩვეულებრივ, შემდგომ ყველაფერი ზუსტად პირუკუ ხდება. საიდუმლო არ არის, რომ ამ ყალბი „პროგნოზებით“ კონკრეტული დასავლური ინსტიტუტები და ფონდები ცდილობენ წინასწარ მოახდინონ საქართველოში იმ სიტუაციის მოდელირება, რომელიც კეთილსაიმედო იქნება მათი პოლიტიკური ბიზნესის განხორციელებისა და დაცვისთვის და ქართულ პოლიტიკაში უკვე დაბანდებული ინვესტიციებიდან მოგების მიღებისათვის.

12 მაისს გამოქვეყნდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის პირველი ნაწილი. NDI-მ საქართველოს მასშტაბით 2500 კაცი გამოკითხა. კვლევები 2017 წლის 7–8 აპრილს ჩატარდა და, როგორც ირწმუნებიან, მისი საშუალო ცდომილება +/–2,7%–ს შეადგენს.