აქტუალური
ილუზია არ გვაქვს, რომ პირდაპირი არჩევნების პირობებში მარგველაშვილი კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს! – ეკა ბესელია

   საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი.  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს. ეკა ბესელია გიორგი მარგველაშვილის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

“ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ განცხადებები იმის შესახებ,  თითქოს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება უკავშირდება პერსონალურად გიორგი მარგველაშვილის პიროვნებას, მცდარია.

„პრეზიდენტს, რომელიც ცდილობს, წარმოაჩინოს ძალიან ღიად და აშკარად მცდარად ვითარება ისე, რომ, თითქოს, ეს არის პერსონალური გადაწყვეტილება მისი პიროვნების მიმართ, ეს არის სრულიად გაუმართლებელი და ეს ძალიან აზიანებს პროცესს და არავის არ გვაქვს ჩვენ იმის შინაგანი ილუზია და იმის განცდა, რომ მოქმედი პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების პირობებში გამარჯვებას მოიპოვებდა და ეს არის რაიმე შიშით ნაკარნახევი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.