საზოგადოება
ხალხი ბაიკერებს და ლენტებს დასდევს… რატომა არ დასდევენ უცხოელებს, საქართველოში საროსკიპოები რომ გახსნეს და ქართველ ქალებს შეურაცხყოფას აყენებენ?! –მეჭიაური

   საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ვაკის პარკში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა, ფაქტობრივად, აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.

"მინდა ვთქვა, რომ ხალხი აქ ბაიკერებს და ლენტებს დასდევენ. მათ ვეტყვი, რომ საზღვრები გვაქვს ოკუპირებული და ჯობია, ამ საკითხზე ვიფიქროთ… არ მახსოვს, სხვა ქვეყნის წევრებს ასე დასდევდნენ. ბაფთა ჩემთვის არ ასოცირდება რუსეთთან, ის ასოცირდება წარმატებულ ომებთან, სადაც ქართველებიც მონაწილეობდნენ. სხვა ქვეყნის წევრებს რატომ არ დასდევენ, რომლებიც საროსკიპოებს ხსნიან და ქართველ გოგოებს შეურაცხყოფას აყენებენ", - განაცხადა მეჭიაურმა.