სამართალი
კონსტიტუციის მოდელი იძლევა შესაძლებლობას, რომ ცუდი სახელმწიფო მმართველის ვითარებაში ახალი ”მხედრიონი” წარმოიქმნას - თინა ხიდაშელი

   საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომლის განმარტებითაც, კონსტიტუციის მოდელში არის ჩანაწერი სამხედრო და სხვა შეიარაღებული ძალების შესახებ, რაც ბუნდოვანია და ეს ბუნდოვანება ქვეყნისთვის სასურველი არ არის.

“არ შეიძლება, კონსტიტუცია რომელიმე ადამიანზე მორგებით ან მის წინააღმდეგ იწერებოდეს. ჩვენ ვერ ვიქნებით იმის იმედად, რომ კეთილი ნების ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში და სულ კარგი და კეთილი სურვილები აქვთ. არ შეიძლება, კონსტიტუციაში იყოს დებულებები, რომლებიც ერთმანეთს გამორიცხავს ან ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. როდესაც კონსტიტუციაში წერ, რომ შენ ხარ სამხედრო ძალები და სხვა შეიარაღებული ძალები, ამის შემდეგ განმარტავ, სამხედრო ძალები რა არის და რა ვითარებაში გადაადგილდება და არცერთ სიტყვას არ ამბობ, თუ რას ნიშნავს სხვა ძალები, აჩენ შანსს ცუდი მმართველის პირობებში ახალი ”მხედრიონის” გაჩენის”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის სასახლეში, საკონსტიტუციო ცვლილებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე.