პოლიტიკა
საბრძოლო მომზადების ცენტრი ვაზიანში - საქართველო და აშშ ერთობლივ “ამბიციურ თავდაცვით პროგრამას” იწყებენ

   საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო აშშ-სთან ერთად იწყებს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ძალიან ამბიციურ პროგრამას”.

მისი თქმით, მიმდინარე წელს ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნება, რომელსაც საქართველო აშშ-სთან ერთად აშენებს.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვიწყებთ ძალიან ამბიციურ პროგრამას - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად. წელს გავხსნით ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრს, რომელსაც ერთობლივად ავაშენებთ და რომლის ანალოგი არსებობს გერმანიაში. თუმცა, ეს ურთიერთობა არ მოიცავს მხოლოდ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს. ჩვენი ურთიერთობა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ემსახურება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.