სამართალი
„ვეტერანებს თქვენი ყურადღება აკლიათ!“ – 9 მაისის ვაკის პარკში პირველები "ღამის მგლები“ მივიდნენ

   საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი.გუშინ დილით, 9 მაისს ვაკის პარკში ერთ–ერთი პირველები “ღამის მგლების” წევრი ბაიკერები მივიდნენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს. მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებიან.

ჩვენ ჩამოვედით, რათა პატივი მივაგოთ ომში დაღუპულებს, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, რომ ჩვენ არ ვყოფილიყავით საკონცენტრაციო ბანაკებში, ფაშისტებს ჩვენზე არ ჩაეტარებინათ ცდები, ეს არ წაგიკითხავთ? ეს არის ჩვენი გამარჯვების დღე, თქვენ ამაში ეჭვი გეპარებათ? ეს საბჭოთა კავშირის გამარჯვება იყო, საერთო გამარჯვება.

მე ვიყავი ვეტერანთან და ის ატირდა ჩემი ყურადღების გამო. მათ ყურადღება აკლიათ აშკარად და ისინი ვერ ხედავენ, რომ თქვენ აფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს.

მე თქვენს საზღვარზე უპრობლემოდ გადმოვედი, კანონი არ დამირღვევია“, - განაცხადა “ღამის მგლების” წევრმა ლეონიდ მურაშკინმა.