საზოგადოება
ისინი თქვენთვის ფრონტზე იბრძოდნენ, რათა ახლა თქვენ მათთან ყოველ წელს ფეისბუქზე იბრძოლოთ! - სერგეი მინაევი

   საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. “ახლა დაიწყება. ამ დღეებში ყოველთვის ასეთი ამბავი იწყება... ჯერ ვიღაც დაწერს, რომ “ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვანი არ არის” და ომი “საზარბაზნე ხორცმა” მოიგო, ხოლო შინსახკომი და ესესი - ერთი და იგივეა. მერე ვიღაც მეორე უპასუხებს, რომ ძალიან სამწუხარია, მისგან “აბაჟური რომ არ გააკეთეს”. უკვე ისევ წავიდა დისკუსია იმაზე, რა “არასწორი ვლასოვის ლენტი” გვაქვს სიმბოლიკაში. და საერთოდ, გაუგებარია - ის წმინდა გიორგისაა თუ გვარდიული...

ჩემი დამოკიდებულება იმ ომის მიმართ უკიდურესად მარტივია. ორივე პაპა დაბრუნდა (დიახ-დიახ, პაპები იბრძოდნენ!), ხოლო დიდი პაპა რჟევის ქვაბულში უგზოუკვლოდ დაიკარგა. და ყველა ეს ხუმრობა და ფოტომონტაჟი ომის თემაზე საძაგლობად მიმაჩნია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ნათესავის საფლავთან დგახართ და მის შესახებ უწმაწურ ანეკდოტზე ხარხარებთ. ასე ხომ არ მოიქცევით?! ეს ხომ “უწესობაა”?!

ახლა კი წარმოიდგინეთ სხვა, თქვენთვის უცნობი მილიონობით ადამიანი, რომლებიც, პრინციპში, ასევე თქვენი ნათესავები არიან. აი, ისინი დგანან და გიყურებენ: დამწვრები, ტყვიამფრქვევით დაცხრილულები, ტანკებით გასრესილები, ყუმბარებისგან დაფლეთილები... თქვენ კი ეუბნებით, “თქვენთან დაკავშირებით ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვანი არ არის”...

კიდევ მათთან იოლად შეგიძლიათ, “კოლორადებზე” და “საზარბაზნე ხორცზე” ისაუბროთ, თქვენ ხომ საკუთარი “სიმართლის” დასამტკიცებლად ფეისბუქის, ტვიტერის და ვიკიპედიის მოხმობა შეგიძლიათ! მათ კი არაფერი აქვთ, “სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველის” გარდა. და თვითონაც - არ არიან...

თქვენ კი ხართ! ყველა ისეთი ერუდირებული და ისტორიულად მომზადებული...

ერთი განსხვავებაა. ისინი თქვენთვის ფრონტზე იბრძოდნენ, რათა ახლა თქვენ მათთან ყოველ წელს ფეისბუქზე იბრძოლოთ!

გამარჯვების დღეს გილოცავთ!” - წერს თავის ფეისბუქ-გვერდზე სერგეი მინაევი.