პოლიტიკა
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პატივს მიაგებს დიდი სამამულო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას და იმ მოვლენებს ერთიანობის სიმბოლოდ აღიქვამს! - გიორგი სიამაშვილი

   საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. “ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, მათ შორის, საქართველოშიც საბჭოთა წარსულის ახლებურად გააზრება არ მომხდარა!”, - განაცხადა ილიას უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერმა თანამშრომელმა გია საიამაშვილმა ვიდეოხიდის თბილისი-ბაქო-მინსკი-ბიშკეკი-კიევი-კიშინიოვი-ასტანა მიმდინარეობისას თემაზე “ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ - ისტორიკოსები და მწერლები მეორე მსოფლიო ომისა და დიდი სამამულო ომის შესახებ”.

“ჩემი აზრით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებმა არ გააკეთეს საბჭოთა ისტორიის ამგვარი სოციოკულტურული ანალიზი - რა იდეოლოგია იყო ეს. ვიცით, რომ ეს დასავლური მარქსისტული იდეაა, მაგრამ არ ვიცით, როგორ გარდაიქმნა ის ევრაზიული სივრცის ნიადაგზე და ევრაზიული მენტალიტეტის გარკვეული განსაკუთრებული თვისებები შეიძინა, რომლებსაც შემდგომში საბჭოთა ადამიანის იდეა უწოდეს, რომელიც დასავლური კაპიტალიზმისგან განსხვავდებოდა”, - განაცხადა ქართველმა პოლიტოლოგმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლები, პატივს მიაგებს დიდი სამამულო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას და იმ მოვლენებს ერთგვარ ერთიანობის სიმბოლოდ აღიქვამს, რომლის მიზანი მსოფლიო ბოროტებასთან, ანუ ფაშიზმთან ბრძოლაა. “ახალგაზრდა თაობა კი უკვე აღარ ისმენს ომის ისტორიას უშუალოდ მისი მონაწილეებისგან, როგორც ეს მათზე უფროსი თაობის შემთხვევაში იყო, არამედ სახელმძღვანელოებიდან სწავლობს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ისტორიოგრაფია საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნას განიხილავს, როგორც ძალადობის აქტს, და ეს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში შეაქვთ. კერძოდ, ისტორიის ქართულ სახელმძღვანელოებში ნათქვამია, რომ ეს იყო საქართველოს ანექსია ბოლშევიკური რუსეთის მიერ, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას საქართველო, უბრალოდ, ერთ-ერთი მონაწილე იყო იმ ტრაგიკული ისტორიისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომს უკავშირდება. შესაბამისად, ქართველ ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის ეს სამამულო ომი არ ყოფილა, ეს იყო მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა საბჭოთა კავშირის, როგორც ერთიანი პოლიტიკური სივრცის შემადგენლობაში”, - მიაჩნია სიამაშვილს.