უცხოეთი
ერდოღანი პუტინს: მოხარული ვარ და ბედნიერი, რომ შავი ზღვის მეორე მხარეს ჩემს ძვირფას მეგობართან სტუმრობის საშუალება მომეცა!

   საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. 2017 წლის 3 მაისს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ თაიიპ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ორმხრივი დღის წესრიგის საკითხთა კომპლექსი და აქტუალური საერთაშორისო პრობლემები. ერდოღანი რუსეთს სამუშაო ვიზიტით, პუტინის მიწვევით, ესტუმრა.

ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ისე, როგორც ჩვენ დავგეგმეთ. და ძალიან კარგია, რომ გვაქვს საშუალება აი ასე, სამუშაო რეჟიმში შევხდეთ, მოვილაპარაკოთ ორმხრივი ურთიერთქმედების საკვანძო საკითხებზე და საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად პრობლემებზე, მათ შორის, ისეთ მწვავე საკითხზე, როგორც სირიის კრიზისია. ჩვენი ერთობლივი მუშაობის თავად ასეთი რეჟიმის ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთ–თურქეთის ურთიერთობები ახალ ხასიათს, განსაკუთრებულ სტატუსს იძენს და სრული ფორმატით აღდგება“, – აღნიშნა, კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა.

მეც ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, გადავუფრინო შავ ზღვას, ერთი ნაპირიდან მეორეზე მოვხვდე ჩემს ძვირფას მეგობართან სტუმრად. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი საშუალება მაქვს. დღეს გვექნება ძალიან კარგი საშუალება, განვიხილოთ როგორც ჩვენი ურთიერთობები ორმხრივ ფორმატში, ასევე რეგიონული საკითხები. ჩვენ იმ პერიოდს გავდივართ, როცა ჩვენს მხრებზე ძალიან სერიოზული ტვირთი დევს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაწევს. დარწმუნებული ვარ, რომ ნაბიჯები, რომლებსაც ერთობლივად გადავდგამთ, მთელი რეგიონის ბედს შეცვლის“, – უპასუხა ერდოღანმა.