პოლიტიკა
ქართველი ფსევდოლიბერალების ლოგიკით, ლეპენმა არ უნდა გაიმარჯვოს, რადგან მას მხარს უჭერს რუსეთი - ნიკოლოზ მჟავანაძე

   საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

ქართველი ფსევდოლიბერალების ლოგიკით ლეპენმა არ უნდა გაიმარჯვოს რადგან მას მხარს უჭერს რუსეთი.

ამ ლოგიკით:

1. რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანა ამიტომ მათ ჯინაზე ჩვენ უარი უნდა ვთქვათ მართლმადიდებლობაზე.

2. რუსეთში მოქმედებს პროგრამა ახლადდაქორწინებულთათვის შესაბამისი ფინანსური დახმარების შესახებ, მათ ჯინაზე ჩვენ არ დავეხმაროთ ახლადდაქორწინებულებს.

3. რუსეთში ოჯახში ყოველი პირველი ახლადდაბადებულისთვის არსებობს ფინანსური დახმარების სისტემა, მათ ჯინაზე ჩვენ უარი ვთქვათ ბავშვების დახმარებაზე.

4. რუსეთში დღეს მედიაში და საზოგადოებაში მაღალ დონეზე დგას პატრიოტული განწყობები, მათ ჯინაზე ჩვენ პირიქით მოვიქცეთ და უარი ვთქვათ წარსულზე.

P.S. ზოგიერთი ტვინგაყინულის აზრით იმას რასაც გააკეთებს რუსეთი ჩვენ პირიქით უნდა გავაკეთთ. ასეთი აზროვნება შედეგია იმისა, რომ ტვინი უკუღმა გაქვთ მოწყობილი და იმიტომ აზროვნებთ ასე”, – წერს მჟავანაძე.