პოლიტიკა
საქართველო ევროპა არ არის: გერმანიაში ფარანჯის ტარება საქართველოში მისი დაკანონებიდან 10 დღეში აკრძალეს

   საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 2017 წლის 18 აპრილს ირანმა საქართველოს აეროპორტებში თავისი მოქალაქეების შემოწმება აუკრძალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაუთმო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თბილისის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის გავლისას ირანის მოქალაქე ქალებს ხიჯაბის მოხსნას აიძულებენ, რაც რელიგიური შეურაცხყოფაა”. “საქართველომ პატივი უნდა სცეს ირანელ ტურისტებს!” - შენიშვნა მისცა მოჰამად ჯავად ზარიფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ამ უკანასკნელის ირანში ვიზიტის დროს - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის აეროპორტში ირანის მოქალაქე ქალბატონს სასაზღვრო კონტროლის გავლისას უსაფრთხოების მიზნით ხიჯაბის მოხსნა მოსთხოვეს.

აგებს თუ არა პასუხს კვირიკაშვილის მთავრობა და მმართველი პარტიაქართული ოცნება”, რომლის ლიდერადაც ის გვევლინება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტის შემთხვევაში? როგორ უნდა განსაზღვრონ ქართველმა უშიშროების თანამშრომლებმა - ხომ არ არის ხიჯაბის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა? რა ნიშნებით შეიძლება ირანის მოქალაქე წესიერი ქალბატონის შაჰიდისაგან გარჩევა?!”, - ასეთი კომენტარი გაუკეთა საქინფორმმა ირანის უპრეცედენტო მოთხოვნას.

ზუსტად 10 დღის შემდეგ - 2017 წლის 28 აპრილს - გფრ-ის ბუნდესტაგმა მიიღო კანონი, რომელიც ნაწილობრივ კრძალავს ქვეყანაში ბურკის, ნიქაბის,ფარანჯის და სხვა სამოსის ტარებას, რომელიც მთლიანად ფარავს სხეულსა და სახეს. მიღებული იქნა, აგრეთვე, ექსტრემისტული თავდასხმების თავიდან აცილებისკენ მიმართული უსაფრთხოების ზომების პაკეტი.

აღნიშნულია, რომ აკრძალვა გავრცელდება სახელმწიფო მოხელეებზე, მათ შორის, საარჩევნო ორგანოთა თანამშრომლებზე, სამხედრო მოსამსახურეებზე და სასამართლო ორგანოთა თანამშრომლებზე.

“სახელმწიფო ვალდებულია, იდეურად და რელიგიურად ნეიტრალურად წარმოდგეს”, - ნათქვამია კანონის ტექსტში.

გფრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის ტომას დე მეზიერის თქმით, “მიგრანტების სოციალური ინტეგრაცია მოითხოვს, რომ გერმანიის მოქალაქეებმა მკაფიოდ განსაზღვრონ და მიიტანონ თავიანთი ფასეულობები სხვა კულტურათა წარმომადგენლებამდე”. 2016 წლის დეკემბერში კი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყანაში ფარანჯის ტარების ნაწილობრივ აკრძალვას დაუჭირა მხარი.

საქინფორმი ყველანაირად მიესალმება საქართველოს მკვეთრ დაახლოებას რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ პარტნიორთან - ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს დაახლოება არ უნდა ხდებოდეს დამამცირებელი დათმობების ხარჯზე, რომლებიც ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემუქრება.

და რა ვუყოთ მაშინ “საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ვიზალიბერალიზაციას, თუკი ჩვენთან ნებადართულია ის, რაც კანონით არის აკრძალული ევროკავშირის ლიდერ ქვეყანაში?!