სამართალი
გასაკვირი არ არის, რომ დანაშაულის ადგილზე ჩემი შვილის თითის ანაბეჭდებია! –სესიაშვილმა პროკურატურაში „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

   საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. 27 აპრილს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ის "პოლიტიკურ ცილისწამებას" უწოდებს ოპოზიციური პარტიის ამასწინანდელ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი სესიაშვილის ვაჟი დავით სესიაშვილი ქურდობის თანამონაწილეა. როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, შემთხვევა 2015 წელს მოხდა.

ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, რომ ავტომობილი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, მისი შვილის ბავშვობის მეგობარს ეკუთვნოდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მასზე მისი თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა. „იმ ბინაში ასევე შეიძლება აღმოჩნდეს ჩემი შვილის ასობით თითების ანაბეჭდი!“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, ის პროკურატურაში 2 მიზნით მივიდა: იმისთვის, რომ საგამოძიებო უწყებას 2015 წლის ქურდობის საქმის დასრულება მოსთხოვოს და იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ტყუილში ამხილოს.

„ნაციონალური მოძრაობისთვის” დამახასიათებელია სიცრუის ტირაჟირება. ცილისწამება არის მათი პოლიტიკური სტრატეგია, თუმცა, ამ შემთხვევაში ისინი უკვე ჩემს ოჯახს შეეხნენ “, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.