პოლიტიკა
თუ ხალხს უნდა პრორუსული პარტია სათავეში, მაშინ უნდა მოვიდეს ეს პარტია - ნინო ბურჯანაძე

   საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საკანონმდებლო ინიციატივას რუსული პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე არ ეთანხმება.

„ავკრძალოთ ქართულ ენაში გამოყენება ყველა იმ სიტყვის, რომელშიც გამოიყენება ასო-ბგერა რ, მივაყოლოთ სიტყვები, რომლებშიც გამოიყენება ასო-ბგერა ვ, რადგან პუტინის სახელი ვლადიმერი ვ-თი იწყება და ასევე მივაყოლოთ სიტყვები, რომლებშიც გამოიყენება ასო-ბგერა პ. თუ არ გავაფრენთ და შიზოფრენია არ დაგვემართება, იქნება ძალიან კარგი. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ მას უნდა პრორუსული, ე.წ. პრორუსული პარტია სათავეში, მაშინ უნდა მოვიდეს ეს პარტია, თუ დემოკრატია აღარ არის? თუ ამერიკის საელჩომ უნდა გადაგვიწყვიტოს, რომელი პარტია უნდა მოვიდეს და რომელი აღარ უნდა მოვიდეს?“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.