საზოგადოება
რა მნიშვნელობა აქვს, სხდომა ღია იქნება თუ დახურული, როდესაც დარბაზში უცხო ქვეყნის რეზიდენტი გიგა ბოკერია ზის?! (ვიდეო)

   საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ეს იყო ემოცია და მე მოსახლეობას ბოდიში მოვუხადე, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა მასსა და გიგა ბოკერიას შორის სიტყვიერ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ემზარ კვიციანმა აღნიშნა, სხდომათა დარბაზში ბოკერიასთან დაპირისპირებისას ის ემოციებს აჰყვა.

,,ბოკერიას ჩემი და რამდენიმე წელი ჰყავდა ციხეში გამოკეტილი. ვინმეს უკვირს რომ გაღიზიანებას გამოიწვევდა მის მიერ ჩემი მისამართით წარმოთქმული სიტყვა? ბოკერიას ჩემი მისამართით შენი ჭირიმეც რომ ეთქვა, მას ამის უფლებაც არ აქვს. დამნაშავეებმა არ აგეს პასუხი ამ ქვეყანაში. ეს იყო ემოცია და მე მოსახლეობას ბოდიში მოვუხადე. მინდა მივმართო ხელისუფლებას, ნუ უბიძგებთ მოსახლეობას შურისძიებისკენ. აღადგინეთ სამართლიანობა”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს – ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სუს-ის უფროსის ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხმა გამოიწვია.

რა მნიშვნელობა აქვს, ღია იქნება თუ დახურული, ბატონო ვახტანგ, თქვენ უკეთ იცითროდესაც უცხო ქვეყნის რეზიდენტიგიგა ბოკერია გვიზის აქ, გინდ დახურეთ და გინდა გახსენით“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა პარლამენტის სხდომაზე.

კვიციანის რეპლიკას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან სიცილი, ბოკერიას მხრიდან კი შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა, რის შემდეგაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ბოკერიასთან მისვლა დააპირა (ვიდეო იხ. აქ), თუმცა ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს. კვიციანმა ბოკერიას მისამართით საწერი კალამი და წყლით სავსე ჭიქა ისროლა.