სამართალი
დაწყნარდი, შვილო, პატარა ხანი - ემზარ კვიციანის და “ნაცმოძრაობის” წევრის ხმაურიანი დაპირისპირება (ვიდეო)

   საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტების”  წევრმა ემზარ კვიციანმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში გიგა ბოკერიასთან დაპირისპირების მიზეზებზე ილაპარაკა. მისი თქმით, სწორედ  ბოკერიამ ჩასვა ციხეში მისი და, რომელიც უსამართლოდ იხდიდა სასჯელს (ვიდეო იხ. აქ).

მოგვიანებით საუბარში ჩაერთო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა წამალაშვილი, რომელმაც კვიციანს 2006 წელს კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები შეახსენა, რასაც დეპუტატმა ემოციურად უპასუხა.