პოლიტიკა
ქვეყნის შეურაცხყოფა და ოკუპაციის გაგრძელება - უშიშროების საბჭოს მდივანი ლავროვის სოხუმში ვიზიტს აფასებს

   საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის თქმით, რუსეთი კიდევ ერთხელ აყენებს შეურაცხყოფას საქართველოს და იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპანტებმა  საკუთარი სახლებიდან გამოაგდეს.

„ამ ნაბიჯით, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია კიდევ ერთხელ აყენებს შეურაცხყოფას როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ისე იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ადგილი დატოვეს, რომლებიც გამოყარეს თავიანთი სახლებიდან და ამ ქმედებას არანაირი გამართლება არ აქვს არა მარტო საქართველოს პერსპექტივიდან, არამედ მთლიანი საერთაშორისო საზოგადოების პერსპექტივიდან“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.