აქტუალური
ლევან იზორია: საფრანგეთი რჩება ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირედ და უფრო დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი სამხედრო აღმშენებლობის საქმეში

   საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ფრანგი კოლეგა ჟან-ივ ლე დრიანი მასპინძლობდა. მინისტრების შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება და ქართველი სპეციალისტების გადამზადება იყო.

საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაში საფრანგეთის ჩართულობის დინამიკას. წელს შავ ზღვაში მორიგი სამხედრო ხომალდის გამოგზავნა იგეგმება, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. საფრანგეთი ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება და ჩვენი სამხედრო აღმშენებლობის საქმეში უფრო დიდ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

მინისტრებმა იმსჯელეს ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო მისიებში საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივ მონაწილეობაზეც. ლევან იზორიამ მზაობა გამოთქვა, საქართველომ ოცეულის დონის ქვედანაყოფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2018 წლის სექტემბრამდე შეინარჩუნოს.