უცხოეთი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდური მედიის დეპარტამენტის კომენტარი აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ს.ვ. ლავროვის სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით

   საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს აფხაზეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 18 აპრილს მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთში რუსეთის საელჩოს შენობების ახალი კომპლექსის ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონიაში. 19 აპრილს სოხუმში გაიმართება ს. ვ. ლავროვისა და აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რ. დ. ხაჯიმბას, აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების სპიკერის ვ.ე. კვარჩიასა და აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის დ. ვ. კოვეს მოლაპარაკებები, რომელთა მიმდინარეობისასაც მხარეები ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის საკვანძო საკითხებზე, აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებასა და რუსეთ–აფხაზეთის საგარეო პოლიტიკური ურთიერთქმედების თემებზე ერთმანეთს მოსაზრებებს გაუზიარებენ.

2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთი მისი არსებობისა და აფხაზი ხალხის მშვიდობიანი მომავლის გარანტად გამოვიდა. ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები თანმიმდევრულად ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის საფუძვლებზე.