აქტუალური
რუსეთისთვის დღევანდელი ხელისუფლება უფრო კომფორტულია, იმიტომ რომ არ ილანძღება და არ იფურთხება - ნინო ბურჯანაძე

   საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან ბოლო პერიოდის განმავლობაში შეხვედრა არ უცდია, თუმცა, იქვე ამბობს, რომ როცა საჭიროდ ჩათვლის მასთან შეხვედრას, ცდის.

პუტინი ძალიან დიდი პოლიტიკოსია და მას ესმის, რომ რუსეთის ინტერესებში შედის საქართველოც. მექართულ ოცნებას” მივეცი იმის შესაძლებლობა და ძალიან ბევრი რამ ვუკარნახე, როგორ უნდა მოქცეულიყო. რუსეთის პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელსაც მართლაც სტრატეგიული ხედვა აქვს რუსეთის და მისი სამეზობლოს და საერთოდ მსოფლიო განვითარებასთან დაკავშირებით. მას მიაჩნია, რომ საქართველო მისთვის მნიშვნელოვანი და კარგი იქნება რუსეთისთვის, როგორც კეთილი მეზობელი და არა როგორც დაქსაქსული და მიწასთან გასწორებული ქვეყანა“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

„რუსეთისთვის დღევანდელი ხელისუფლება უფრო კომფორტულია, იმიტომ რომ არ ილანძღება და არ იფურთხება და, შესაბამისად, უფრო მშვიდად გრძნობენ თავს“, - აცხადებს ბურჯანაძე.