უცხოეთი
სირიამ ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციას ხან–შეიხუნსა და შაირათზე ქიმიური იარაღის არსებობის შემოწმება სთხოვა

   საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. სირიამ ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციას მიმართა წერილით, სადაც ხან–შეიხუნში, სადაც თითქოსდა ეს იარაღი გამოიყენებოდა და სამთავრობო ჯარების შაირათის ავიბაზაზე, რომელზეც აშშ–მა იერიში განახორციელა იქ ქიმიური იარაღის არსებობის საბაბით,  ქიმიური იარაღის არსებობის შესამოწმებლად მიიწვია. ამის შესახებ გაეროში სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა ბაშარ ჯაფარიმ განაცხადა.

ჩემმა ქვეყანამ ნამდვილად გაუგზავნა წერილი ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მოწოდებით, გააგზავნოს ნეიტრალური, პროფესიონალური და მიუკერძოებელი მისია ხან–შეიხუნსა და შაირათის ავიბაზაზე იმის დასადგენად, თუ რა მოხდა იქ, გამოყენებული იქნა თუ არა ზარინი და ინახება თუ არა იქ“, – განაცხადა ჯაფარიმ.