პოლიტიკა
“აღარ გაბედო რუსეთის შეურაცხყოფა! თქვენ ძილი დაგეკარგათ იმის შიშით, რომ რუსეთი აშშ-სთან ითანამშრომლებს!”

   საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ვლადიმირ საფრონკოვმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს მეთიუ რაიკროფტს განუცხადა: აღარ გაბედო რუსეთის შეურაცხყოფა!” (ვიდეო იხ. აქ). რაიკროფტმა სირიის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოსკოვი მწვავედ გააკრიტიკა და “ასადის მთავრობის დანაშაულებებისთვის ხელშეწყობაში” დაადანაშაულა.

საფრონკოვის თქმით, რაიკროფტი “მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ გაართულოს” სირიის საკითხში გაეროს სპეციალური დესპანის სტეფანო დე მისტურას ძალისხმევა და პოლიტიკურ პროცესებს განვითარების საშუალება არ მისცეს, გაეროს უშიშროების საბჭოში კონფრონტაციულობა და მტრული განწყობა შემოიტანოს.

“თქვენ შეგეშინდათ, ძილიც კი დაკარგეთ შიშით, რომ ჩვენ შეერთებულ შტატებთან ვითანამშრომლებთ! ამისი გეშინიათ! ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთქმედება ჩაიშალოს! შემომხედე! თვალებს ნუ მარიდებ! თვალს რატომ მარიდებ?!” - ასე მიმართა საფრონკოვმა რაიკროფტს.

მისი თქმით, რაიკროფტი სირიაში ზავის გარანტებს შეურაცხმყოფელ მოთხოვნებს უყენებს, იმ დროს, როცა ლონდონი მხოლოდ უკანონო დაჯგუფებებს მასპინძლობს. საფრონკოვმა განაცხადა, რომ ლონდონი “შეიარაღებული დაჯგუფებების ინტერესებს ემსახურება, რომელთაგან ბევრი ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანებსა და სხვა უმცირესობებს ჟლეტს”.

“თქვენს ანტირეჟიმულ იდეებში თვითონ გაიხლართეთ!”, - დასძინა საფრონკოვმა. მისი აზრით, სირიაში რეჟიმის შეცვლა დიდი ბრიტანეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაეროს წევრთა უმრავლესობის პოზიცია.

“დღეს შენ, ბატონო რაიკროფტ, სხდომის დღის წესრიგს არღვევდი, როცა სირიას, ირანს, თურქეთს, სხვა სახელმწიფოებს შეურაცხყოფდი! ბატონო თავმჯდომარევ, გთხოვთ, თვალი ადევნოთ სხდომის განვითარების წესრიგს, თუკი ზოგიერთები უპასუხისმგებლოდ, შეურაცხმყოფელად, სლენგზე გადასვლით ეპყრობიან გაეროს საბჭოში თავიანთ ადგილს”, - თქვა საფრონკოვმა.