საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები 3000 ლარს უმოკლეს ვადაში მიიღებენ – რიმა ბერაძე

   საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ „ბავშვთა სამყაროში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულებისათვის თანხის გაცემასთან დაკავშირებით ბიუჯეტში ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენსა და ხანძრის შედეგადბავშვთა სამყაროსდაზარალებულებს შორის შეთანხმება შედგა და ჩვენმა ერთთვიანმა მუშაობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო. როგორც მოგეხსენებათ, ეს პერიოდი იმ სიების დაზუსტებას დასჭირდა, რომლებიც მთლიანად დაზარალებულებისა და მათი ხელმძღვანელობების ჩართულობასა და მონაწილეობაზე იყო დამოკიდებული. სიების დაზუსტებისთანავე, ჩვენ მერიის სარეზერვო ფონდიდან 345 დაზარალებულისთვის 3000 ლარის გადაცემის საშუალება მოგვეცა”, - განაცხადა რიმა ბერაძემ და აღნიშნა, რომ საკრებულოში დანიშნულ საგანგებო სხდომაზე დეპუტატები სწორედ “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულთათვის ერთჯერადი დახმარების დროულად გაცემის მიზნით 2017 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ შესაბამის ცვლილებებს განიხილავენ (საქინფორმის ინფორმაციით, ამისათვის თბილისის ბიუჯეტში 1მლნ ლარზე მეტი იქნება მობილიზებული).

“ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს კი მინდა, მოვუწოდო, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა ყველაფერზე არ შეიძლება!“, - განაცხადა დეპუტატმა.