პოლიტიკა
რუსულმა ჰიბრიდულმა ომმა, პროპაგანდამ და აგიტაციამ შეასუსტეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

   საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. გუშინ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მეორე დღის მთავარი თემა დეზინფორმაცია და ჰიბრიდულ ომში მედიის როლი იყო. ფორუმის მონაწილეებ პრეზიდეტმა მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა.

გიორგი მარგველაშვილ თქმით, მთავარი გამოწვევა დღეს არის უსაფრთხოების შესუსტებული გარემო რეგიონში, ჰიბრიდული ომი და საზოგადოებრივ აზრზე აგიტაციის მეშვეობით ზეგავლენის მცდელობა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს.

ასეთ პროცესებს მერე მოჰყვება ხოლმე რეალური შესუსტება უსაფრთხოების გარემოსი. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს პარტნიორებთან საჭიროებაზე, რომელიც არსებობს ამ ტიპის გამოწვევებთან მიმართებაში ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ეს საჭიროება მდგომარეობს იმაში, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ძალიან აქტიურად იყოს ერთიანი მესიჯი, რომელიც გააბათილებდა იმ პროპაგანდას, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია როგორც საქართველოს, ასევე სხვა ახალი დემოკრატიების მიმართ, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასევე ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.