აქტუალური
საქინფორმი: აშშ-ის, რუსეთისა და ასადის მთავრობის ზარალი ჰომსის პროვინციაში მდებარე ეშ-შაირათის ბაზაზე აშშ-ის დარტყმის შედეგად

   საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი.

აშშ:

- 60 რაკეტა “ტომაჰავკი” – 90 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (გაუშვეს 60, მაგრამ გაფრინდა 59, რადგან ერთი სტარტის დროს გემბანზე დაეცა ან ზღვაში ჩავარდა);

- თანამგზავრული უზრუნველყოფის ხარჯები;

- CNN-ის და სხვა “თავისუფლების რუპორების” ეთერი;

- დოლარის კურსის ვარდნა აზიის ბაზრებზე.

ასადის მთავრობა:

- 1970 წლის წარმოების 15 საბჭოთა გამანადგურებელი მიგ-25 დაშლილ მდგომარეობაში, სარემონტო ანგარებში, შესყიდვის შესაძლო ღირებულება 75 მილიონი აშშ დოლარი (ფოტო იხ. ქვემოთ);

- 30 ორმო ბეტონში, რომელთა ამოსავსებად ჰომსის გუბერნატორი 30 მიქსერ ბეტონს დახარჯავს - მთლიანობაში 3 00 აშშ დოლარი (ვიდეო იხ. აქ);

- სასწავლო კორპუსი, სასადილო და რადიოსალოკაციო სადგური.

რუსეთი:

С-400-ის ერთი ზალპის ღირებულება - 1 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლები.

რუსეთი - შემოსავალი:

ნავთობზე ფასის ზრდა.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ნაღმოსნებიდან გაშვებული 59 რაკეტა “ტომაჰავკიდან” სირიის ავიაბაზა “შ-შაირათს” მხოლოდ 23-მა მიაღწია, დანარჩენი 36 ერთეული სირიაში განლაგებულმა რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-დან, რომელიც, ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით (2012 წლამდე გამოშვება), ერთდროულად 36 მიზანზე მეტს ვერ ესვრის, სირიაში კი С-400-ის მხოლოდ ერთი დივიზიონია განთავსებული.

სირიის ავიაბაზა “შ-შაირათის” ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი არ დაზიანებულა, რადგან დანარჩენი 23 გადარჩენილი რაკეტა რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით იქნა დეზორიენტირებული. ამიტომ 2 დღის შემდეგ ბაზა “შ-შაირათის” სამხედრო აეროდრომმა საშტატო რეჟიმში განაგრძო ფუნქციონირება.

სამხედრო ბაზა “აშ-შაირათი” დიდი არ არის, მისი სრული განადგურებისთვის ორი რაკეტა “ტომაჰავკიც” იკმარებდა მათი ზუსტად მიზანში მოხვედრების შემთხვევაში. მაგრამ აშშ-მა 60 ცალი საგანგებოდ გაუშვა რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო ფარის გასარღვევად, გაითვალისწინა რა, რომ 36 მათგანი, დიდი ალბათობით,  С-400-ის მიერ იქნებოდა ჩამოგდებული, როგორც მოხდა კიდეც.