საზოგადოება
თამბაქოს მოწევის აკრძალვა ბევრჯერ და ბევრგან იქნება იგნორირებული, ზოგჯერ იქნება კორუფციის წყარო - ბოკერია

   საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა მწეველთა რაოდენობას არ შეამცირებს და პარლამენტის მიერ განხილული სანქციები (ჯარიმა 500–დან 5000 ლარამდე) ზედმეტად მკაცრია:

„არავინ არ დაობს, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, მაგრამ ერთადერთი გზა იმისკენ, რომ მეტმა ადამიანმა იზრუნოს და მეტად იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და მათ შორის ნაკლებად მოწიოს, არის ქვეყნის სიღარიბიდან გამოსვლა და გამდიდრება, არა ასეთი დრაკონული რეგულაციები, ისეთი, როგორიც ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში არ არის... ამ კანონის შედეგია, რომ ის ბევრჯერ და ბევრგან იქნება იგნორირებული, ზოგჯერ იქნება კორუფციის წყარო და ყველა შემთხვევაში დააზიანებს ბიზნესს და ტურიზმს. ანუ აისახება ათასობით ჩვენი მოქალაქის შემოსავალზე, ისინი დაკარგავენ შემოსავალს ან საერთოდ დაკარგავენ სამსახურს, ანუ სრულიად საპირისპირო შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.