აქტუალური
„ხვედელიძემ თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით თავდასხმა და ამის უკან დგას კონკრეტული თანამდებობის პირი" - კილაძე

   საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ პოლიციას ჩვენება გუშინ საავადმყოფოში მისცა. ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, რომელიც ასევე ”ნიუ ჰოსპიტალში” იმყოფებოდა, გელა ხვედელიძემ გამომძიებლებს მომხდარ თავდასხმაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

”გელა ხვედელიძემ დეტალურად აღწერა ის, რაც ახსოვს. როგორც მან მითხრა, გამორიცხავს პირად შურისძიებას. მას არ ჰყავს პირადი მტრები. ასევე გამორიცხავს, მაგალითად, გიორგი ფარესიშვილის მხრიდან რაიმე ტიპის ანგარიშსწორებას. მან თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით მასზე თავდასხმა და ეთანხმება ჩემს ვერსიას, რომ ამის უკან დგას კონკრეტული თანამდებობის პირი. გამოძიებისთვის დეტალური ინფორმაციის მიცემას ის აპირებს საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ. მას აქვს გარკვეული ინფორმაციები. ასევე აგროვებს სხვა ინფორმაციებსაც, ამიტომ ვფიქრობ, მისი საბოლოო ჩვენება დეტალების დაზუსტებით ძალიან საინტერესო იქნება”, - განაცხადა ელისო კილაძემ.