პოლიტიკა
"რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, არის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში - ნინო გვენეტაძე

   საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. “რუსთავი 2”-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ვადა გუშინ ამოიწურა.

ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც თქვენ გაწუხებთ ან საზოგადოებას აინტერესებს, არის გადაწყვეტილებებში და იმ განჩინებებში, რომელიც დღეს იქნება მხარეებისთვის ჩაბარებული. სასამართლო ხელისუფლება იცავს იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც არა მხოლოდ ეთიკური პრინციპია, არამედ საკანონმდებლო მოთხოვნაა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე არ ყოფილიყო კომენტარი გაკეთებული“, - განაცხადა სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.

მან დიდი პალატის დაკომპლექტების საკითხზეც ისაუბრა, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.

„კონკრეტულად თქვენს შეკითხვას რაც შეეხება დიდი პალატის ფორმირებასთან დაკავშირებით, ის, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიეწოდათ და გავრცელდა სასამართლოს ვებ გვერდზე“, - აღნიშნა გვენეტაძემ.