პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირისპირ შეხვდა

   საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ივან ჩერნიახოვსკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონიალს დაესწრო. მოგვიანებით კი აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ჩვენ, თავდაცვის მინისტრთან ერთად, ხელი ერთობლივ განცხადებას მოვაწერეთ, რომელიც სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ერთობლივ წვრთნებში უფრო მეტი ინტენსიურობით ჩავერთვებით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი სამხედრო ძალები ერთად ნატოს სტანდარტებს დავუახლოვოთ, რათა ნატოსთან უფრო მეტად თავსებადი გახდეს“, - განაცხადა ლევან იზორიამ ვიზიტის დასრულებისას.