საზოგადოება
“მოვა დრო და საქართველოს დედაქალაქი თბილისი კი არ იქნება, არამედ თიბისი!” - დავით კალანდია

   საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ქართველი პუბლიცისტი დავით კალანდია თავის ფეისბუქგვერდზე წერს:

“შევედი ბანკ "ტიბისი"-ში, რაღაც ამბის გასაგებად. ცოტა ხანს ველაპარაკე ოპერატორს, გამოვკითხე რა და როგორ, მერე კი ვუთხარი ჩემს თავს და ახლა თქვენც გეუბნებით, რომ ბანკი მართლაც ბანდიტია. ყველაფერზე ნახულობს თავის სარგებელს, ამათი დედაი კი ვატირე.
საღოლ!
ალბათ ასეც უნდა იყოს, მაგრამ მაინც საწყენია.
თანხა რომ შეიტანო, მერე შიდაპროცედურული ისეთი ხრიკები აქვთ, რომ ყოველ დაცხინკებაზე, დაცემინებაზე და ცხვირის მოხოცვაზე რაღაცას გაჭრიან.
მარჯვნივ გაიხედავ, მინუს 0.25%
ოპერატორს გაეარშიყები, მინუს 0.6%
დაამთქნარებ, მინუს 0.013%
ფისი-ფისის ოთახს იკითხავ - 30 თეთრი.
არა, გადავწყვიტე ჩემი შავი დღისთვის გადადებული 40 ლარი ისევ სახლში შევინახო, ბაბუაჩემ სერაპიონ შიკლგრუბერის პორტრეტის უკან.
საინტერესოა, ეს "ტიბისი"-შია ამდაგვარი დრაკონული და დრაკულური წესები, თუ ყველა ბანკის პოლიტიკაა ასეთი?
P.S. მოვა დრო და თბილისი კი არ იქნება საქართველოს დედაქალაქი, არამედ თიბისი - "TBS" is the capital of Great Georgian.”