საზოგადოება
ფადი ასლი: როდესაც თქვენ მე მომკლავთ, სხვა ფადი ასლები წამოდგებიან ფეხზე თქვენი დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ

   საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი (სააკაშვილის ფავორიტი, რომელსაც საქართველოში დაცინვით „ასლს“ უწოდებენ)  მის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს.

“საერთაშორისო სავაჭრო პალატის სამ წევრს ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენეს ბიზნესმენებმა, რომლებმაც საკუთარი მიზნის მისაღწევად - სამივე კომპანიისგან თაღლითურად მიეღოთ 150 მილიონი დოლარი - ერთი და იგივე კორუმპირებული მოსამართლე გამოიყენეს.

საერთაშორისო სავაჭრო პალატამ 24 მარტს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის წინააღმდეგ ოფიციალური საჩივარი შეიტანა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. იმავე დღეს მე მივეცი ინტერვიუ ტელეკომპანია “პირველს” აღნიშნული მოსამართლის კორუმპირებულობის შესახებ და ზოგადად, საქართველოში მოქმედი უცხოური კომპანიების რეკეტირების შესახებ.

ჩემ მიერ მოსამართლე კაკაბაძის კორუფციული საქმიანობის დაგმობამ ფარდა ახადა მათ ბინძურ თამაშებს, ვისაც სურს სამი უცხოური კომპანიის დარეკეტება.

დანაშაულებრივად მოაზროვნეები, რომლებიც გეგმავდნენ უცხოური კომპანიების ხარჯზე ფულის გაკეთებას, ორგანიზებას გაუკეთებენ ჩემ წინააღმდეგ მიმართულ მედია კამპანიას, რათა შელახონ ჩემი რეპუტაცია. ასევე ეცდებიან, ფიზიკური ზიანიც მომაყენონ.

ამ დამნაშავეებს მე ვეუბნები: შეგიძლიათ, რამდენიც გინდათ ბინძური ჟურნალისტი დაიქირავოთ, გამოიყენოთ თქვენი ოფიციალური კონტაქტები ან ვინმე დაიქირავოთ ჩემს მოსაკლავად. ვერაფერი მაიძულებს მე, არ ვილაპარაკო სიმართლე და არ დავიცვა ჩემი წევრები თქვენი შანტაჟისა და რეკეტისგან.

როდესაც თქვენ მე მომკლავთ, სხვა ფადი ასლები წამოდგებიან ფეხზე თქვენი დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ.

იცოდეთ, რომ მე უკვე დავაგზავნე ინფორმაცია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე და შესაბამისად, რაც არ უნდა მომივიდეს მე, ჩემი ოჯახის წევრებს თუ ჩემს პარტნიორებს, პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ", - აცხადებს „ასლი“, რომელიც „რატომღაც“ აქამდე თავის თანამდებობაზე რჩება, მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი დაუფარავი მტრობისა.