პოლიტიკა
„ამ პროცესს სათავეში ედგა საქართველოს პირველი პრეზიდენტი“ – პრემიერმა კვირიკაშვილმა ზვიად გამსახურდიას დამსახურებები აღნიშნა

   საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. მინდა, სრული პასუხისმგებლობის გრძნობით განვაცხადო, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მიერ გამოხატული ნება ბოლომდე აღსრულდეს და საქართველო გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული, დასავლური, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყანა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისტორიულ მოვლენას - საქართველოში ჩატარებული 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის 26–ე წლისთავს.

პრემიერის შეფასებით, ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეფერენდუმი, რომელზეც საქართველოს მოსახლეობამ, ქართველმა ერმა, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, ხმა მისცა და საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის დამოუკიდებლობას.

ამ პროცესსა და უდიდეს მიღწევას სათავეში ედგა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელსაც დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა. დღეს, როდესაც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით, ეს თარიღი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მინდა, სრული პასუხისმგებლობის გრძნობით განვაცხადო, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მიერ გამოხატული ნება ბოლომდე აღსრულდეს და საქართველო გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული, დასავლური, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყანა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის მორიგი სხდომის გახსნისას.