აქტუალური
„გაკვირვებული ვარ იმ ძლიერი პარტნიორობით, რაც საქართველოს აშშ–ის მიმართ აქვს!“ – ლაურა კუპერი

   საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები და აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ლაურა კუპერთან ისაუბრა.

პენტაგონის წარმომადგენელთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება  საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა და საბრძოლო ცენტრის განვითარებაზე გამახვილდა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა  კიდევ ერთხელ დაადასტურა მომავალში ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. მან მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა იმ ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც ჩვენს უწყებაში მიმდინარეობს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

„გაკვირვებული ვარ იმ ძლიერი პარტნიორობით, რაც საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ აქვს. ჩემთვის პრივილეგიაა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაში მეც შემაქვს წვლილი. ერთობლივად ვაგრძელებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას, რაც ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსთვის ინსტიტუციურ აღმშენებლობას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ლაურა კუპერმა.