საზოგადოება
“ქართულ ოცნებას” 26%, “ნაციონალურ მოძრაობას” 15%, “ევროპულ საქართველოს” 7% - IRI-ს კვლევის შედეგები

   საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. IRI-ს კვლევა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსების რეიტინგებს ეხება, ორშაბათს გასაჯაროვდება, თუმცა მარტის დასაწყისში ჩატარებული კვლევის რამდენიმე დეტალს “კურიერი" ასაჯაროებს.

“კურიერის" ინფორმაციით, კითხვაზე, მომდევნო კვირას რომ ტარდებოდეს არჩევნები, რომელ პოლიტიკურ პარტიებს მისცემდნენ ხმას, პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

“ქართული ოცნება” -  26%

“ნაციონალური მოძრაობა” - 15%

“ევროპული საქართველო” - 7%

ლეიბორისტული პარტია - 6%

“პატრიოტთა ალიანსი” - 4%

“თავისუფალი დემოკრატები” - 3%

შეკითხვაზე პასუხისგან თავი 20%-მა შეიკავა, არცერთ პოლიტიკურ გუნდს ხმას არ მისცემდა 15%, ხოლო სხვა პარტიებს მხარს გამოკითხულთა 10% უჭერს.